2021 წელს საქართველოში 11 იახტა გაიყიდა - მაქსიმალური ფასი 3,3 მლნ ევროა | Allnews.Ge

2021 წელს საქართველოში 11 იახტა გაიყიდა - მაქსიმალური ფასი 3,3 მლნ ევროა

იახტების მწარმოებელმა კომპანია Azimut Yachts-მა პანდემიის მიუხედავად 2021 წელს 11 იახტა გაყიდა.

Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ 2022 წელს კომპანია იახტების გაყიდვის გარდა, გაქირავების სერვისსაც ამატებს.

„2017 წელს შემოვედით საქართველოში და 2021 იყო ჩვენი ტრიუმფის წელი, ჯამში 11 იახტა გავყიდეთ, მფლობელები ქართველები არიან. მინიმალური ფასი 300 000 ევრო იყო, ყველაზე ძვირად ღირებული კი 3.3 მლნ ევრო.

რაც შეეხება გეგმებს, 2022 წელს ვაპირებთ 2 მაღალი კლასის იახტის შემოყვანას, რომელსაც ჩავუშვებთ გაქირავებაში და იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი ისე, რომ არ გახდეს აუცილებელი შეძენა. ჯერ ვერ ვიტყვი როგორი იქნება ფასი, რადგან ახლა ვქმნით სერვისს და სავარაუდოდ, იქნება რამდენიმე ვარიანტი“, - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“. განაგრძეთ კითხვა

myquiz