მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ცხოვრება ყველაზე ძვირი | Allnews.Ge

მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ცხოვრება ყველაზე ძვირი

მსოფლიოში, 2021 წელი ფინანსების ზრდის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე რთულ წლად არის შეფასებული.

CNN - ის ინფორმაციით, 2021 წელს ინფლაცია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გაიზარდა.

ქალაქების სათავეში, სადაც 2021 წელს ცხოვრება ყველაზე მეტად გაძვირდა, ისრაელის ქალაქი თელ-ავივი ლიდერობს, რომელმაც შარდანდელ ლიდერ პარიზს გადაუსწრო. პარიზმა შესაბამისად მეორე ადგილზე გადმოინაცვლა.

თელ-ავივში ფასების ინდექსის მკვეთრ ზრდას, სასურსათო და სატრანსპორტო ფასების მატებას უკავშირებენ.

2020 წელს საცხოვრებლად ყველაზე „ძვირი ქალაქების“ სათავეში პარიზთან ერთად ციურიხი და ჰონგ-კონგიც იყვნენ, ახლა კი მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე არიან.

ტოპ ათეულში ასევე ხვდებიან ნიუ-იორკი, ჟენევა, კოპენჰაგენი, ლოს-ანჯელესი და ოსაკა.

Cnn-ის ცნობითა და (EIU) კვლევებზე დაყრდნობით, მსოფლიოში საქონლისა და მომსახურების ფასები ადგილობრივი ვალუტების გათვალისწინებით ყოველწლიურად 3.5%-ით გაიზარდა, 2020 წელს კი ამ დროს 1.9% ზრდა ფიქსირდებოდა.

ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კოვიდ პანდემია სახელდება. სხვა მხრივ კი ღირებულება მზარდია ნავთობზე, თამბაქოსა და პირადი მოვლის საშუალებებზე.

საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული 10 ქალაქის სია კი 2021 წლის მონაცემებით, ასე გამოიყურება: