გახდება თუ არა ჩინეთის ეკონომიკა ამერიკაზე ძლიერი - რას პროგნოზირებენ ექსპერტები? | Allnews.Ge

გახდება თუ არა ჩინეთის ეკონომიკა ამერიკაზე ძლიერი - რას პროგნოზირებენ ექსპერტები?

ჩინეთის ეკონომიკის მოცულობამ შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკას 2-3-ჯერ გადააჭარბოს. ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეისათვის მსოფლიო საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულებით ვითარდება.

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. ცნობისთვის, 2021 წლისთვის ჩინეთის მშპ ნომინალურად 16.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც აშშ-ის შემდეგ, მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში. აშშ-ის მთლიანი მშპ 22.675 ტრილიონი დოლარია.

რაც შეეხება მშპ-ს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, აქ ჩინეთი 26.66 ტრილიონი დოლარით ლიდერობს, მეორეა აშშ 22,675, ტრილიონი დოლარით.

ამასთან, ჩინეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, -6.7% - (2018); 6.0% - (2019); 2.3% - (2020); 8.5% - (2021), ვიდრე აშშ-ის 9% -(2018) 2.3% - (2019); −3.5% - (2020); 7.39% - (2021).

39d7c29b-111b-46cb-9e39-6f6ee0449062-1639027262.jpeg

მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მონაცემებით, შეერთებული შტატები და ჩინეთი როგორც ნომინალური, ასევე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) თვალსაზრისით მსოფლიოს ორი უდიდესი ქვეყანაა.

2021 წლის მონაცემებით, ორივე ქვეყანა ერთად მსოფლიო მშპ-ს 41,89%-ს და 34,75%-ს შეადგენს. ორივე ქვეყნის მშპ უზარმაზარი ზღვარით აღემატება მესამე ადგილზე მყოფ ქვეყნებს, იაპონიას და ინდოეთს. შესაბამისად, პირველი ადგილისთვის მხოლოდ ეს ორი ქვეყანა იბრძვის.

World Factbook-ის მიხედვით, ჩინეთი აშშ-ს სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში უსწრებს. აშშ-ს სოფლის მეურნეობა ჩინეთის მხოლოდ 17,58% და სამრეწველო სექტორის 77,58% მოდის. თუმცა, აშშ-ს მომსახურების სექტორი ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის.

Economist Intelligence Unit-ის მთავარი ეკონომისტის საიმონ ბაპტისტას პროგნოზით, მომდევნო 50 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით ჩინეთზე მდიდარი დარჩება. განაგრძეთ კითხვა

myquiz