რომელ ქალაქშია ცხოვრება ყველაზე ძვირი?- ნახეთ 2021 წლის რეიტინგი | Allnews.Ge

რომელ ქალაქშია ცხოვრება ყველაზე ძვირი?- ნახეთ 2021 წლის რეიტინგი

თელავივი მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დასახელდა. ქალაქების რეიტინგი Economist Intelligence Unit-მა (EIU) ყოველწლიურ ანგარიშში წარმოადგინა, რომელსაც CNBC ავრცელებს.

EIU-ს 2021 წლის დეკემბერში ცხოვრების ღირებულების მსოფლიო ინდექსის რეიტინგში ისრაელის ქალაქი პირველად ლიდერობს. გასულ წელს თელავივს მეხუთე ადგილი ეკავა.

EIU-ს შეფასებით, თელავივმა რეიტინგში მე-5 ადგილიდან პირველ ადგილზე, ძირითადად, იმის გამო გადაინაცვლა, რომ ისრაელის ვალუტის, შეკელის კურსი დოლართან მიმართებაში გაიზარდა, რაც ისრაელის წარმატებულ ვაქცინაციას უკავშრდება. Our World in Data-ს მონაცემებით, ისრაელს მსოფლიოში Covid-19-ზე ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროგრამა ჰქონდა. კვირის დასაწყისის მაჩვენებლებით, ისრაელის მოსახლეობის 62% სრულად არის აცრილი, ხოლო ნოემბრის დასაწყისში ისრაელის შეკელი დოლართან მიმართებაში 4%-ით გაიზარდა.

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, სინგაპურთან ერთად, რეიტინგში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო რომმა რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა, რაც იტალიის დედაქალაქში სასურსათო პროდუქტებსა და ტანსაცმელზე ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება.

2021 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების მსოფლიო ტოპ 10-ეული ასეთია: