რა თანხა შედის ონლაინ თამაშებიდან ბიუჯეტში? | Allnews.Ge

რა თანხა შედის ონლაინ თამაშებიდან ბიუჯეტში?

სათამაშო ბიზნესის მოგება ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება, თუმცა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით შეტანილი თანხა თითქმის არ იცვლება. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, მიმდინარე წლის 10 თვეში აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, ჯამში 55, 858 მლნ ლარი შევიდა, აქედან სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშებზე (ონლაინ კაზინოები) 9,819 მლნ ლარი მოდის.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 16,026 მლნ ლარი შევიდა (შეგახსნებთ, ობიექტები დახურული იყო), აქედან 9,461 მლნ ლარი ონლაინ თამაშებიდან.

რაც შეეხება პანდემიამდელ, 2019 წელს, 10 თვეში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 97,492 მლნ ლარი გადაიხადა, აქედან 9,305 მლნ ლარი ონლაინ თამაშებზე მოდიოდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz