რომელ დარგებში გასცემენ ყველაზე მეტ სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები | Allnews.Ge

რომელ დარგებში გასცემენ ყველაზე მეტ სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 72 024 ერთეულით, ხოლო თანხის მოცულობა 207.494 მლნ ლარით გაიზარდა.

კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებმა 648 183 ერთეული (1 123 738 355 ლარის) სესხი გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 720 207 ერთეული (1 331 233 114 ლარის). აქედან 1.294 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო - 36.580 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე მოდის.

რაც შეეხება დარგებს, სადაც 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება:

  • ლომბარდი - 512 925 სესხი - 636 490 931 ლარი
  • განვადება - 85 569 სესხი - 52 124 160 ლარი
  • სამომხმარებლო სესხი - 57 063 სესხი - 278 481 786 ლარი
  • ვაჭრობა და მომსახურება - 38 712 სესხი - 207 832 448 ლარი
  • სოფლის მეურნეობა - 23 662 სესხი - 109 627 970 ლარი

განაგრძეთ კითხვა

myquiz