საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა | Allnews.Ge

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

საწვავის ფასი საქართველოში ზრდის ტენდეციას ისევ ინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია.

რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს - Regular 92 ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 2,94 ლარს შეადგენს, მაშინ როცა ორი კვირის წინ მისი ღირებულება საშუალოდ 2,82 ლარი იყო.

Super-ის საშუალო ფასი 3,17 ლარია, მაშინ როცა ორი კვირის წინ მისი ფასი 3,10 ლარი იყო.

გარდა ამისა, გაზრდილი Premium-ის ტიპის საწვავიც და მისი ღირებულება საშუალოდ 3,25 ლარს შეადგენს. არადა ორი კვირის წინ ერთი ლიტრი პერმიუმი 3,17 იყიდებოდა. დიზელის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება ნოემბრის დასაწყისში დაახლოებით 2,97 ლარს შეადგნეს. ორი კვირის წინ მისი ღირებულება 2,89 ლარი იყო.

აქვე ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში ყველაზე სწრაფი ტემპით, იზრდება. არსებული მდგომარეობით მისი ფასი დაახლოებით 2 ლარია, მაშინ როცა ორი კვირის წინ 1,9 ლარად ივაჭრებოდა.

myquiz