საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომური ზრდა ფიქსირდება- როგორია მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში? | Allnews.Ge

საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომური ზრდა ფიქსირდება- როგორია მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში?

მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა დააფიქსირა. შესაბამისად, ორი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი 12.7%-ია.

რაც შეეხება ჩვენი სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, თურქეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მეორე კვარტალში ზრდამ 21.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში დაფიქსირებული შედეგი 1999 წლის შემდეგ უპრეცედენტოა. ანუ გამოდის რომ 2021 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 14.5% შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში ზრდა დაიწყო და 13.1% შეადგინა. განაგრძეთ კითხვა

myquiz