რა ქონებას ფლობენ გიორგი გახარია და მისი ოჯახი დეკლარაციის მიხედვით? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობენ გიორგი გახარია და მისი ოჯახი დეკლარაციის მიხედვით?

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ამ­ჟა­მად პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, სა­ჯა­რო მო­ხე­ლის რან­გში ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია, ბო­ლოს 2021 წლის 18 აპ­რილს შე­ავ­სო, რო­მელ­შიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს მე­უღ­ლე მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია და შვი­ლი ანნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ოჯა­ხი თბი­ლის­ში ბი­ნას არ ფლობს. ექ­სპრე­მი­ერს 2020 წელს ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კერ­ძოდ, სო­ფელ მუ­ხურ­ში 25 000 ლა­რად, გან­ვა­დე­ბით შე­უ­ძე­ნია 2290 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი, ხოლო მის მე­უღ­ლეს იმა­ვე წელს საფ­რან­გეთ­ში, Le Perreux sur marne - ში 472400 ევ­როდ უყი­დია 94170, 83 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა. ოჯა­ხის ეს გა­სა­ვა­ლი ასეა გან­მარ­ტე­ბუ­ლი, რომ ბი­ნის შე­ძე­ნა მოხ­და ოჯა­ხის იმ და­ნა­ზო­გი თან­ხით, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია 30.05.2017 - 30.05.2020 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში.

მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია ასე­ვე ფლობს 2016 წელს, 22 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნილ ავ­ტო­მო­ბილს Toyota RAV 4 -ს.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ბან­კო ან­გა­რი­შია გახ­სნი­ლი, დეკ­რა­ლა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში გა­ხა­რი­ას სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და 17, 59 ლარი, ხოლო მისი მე­უღ­ლის სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე იყო 189,14 ლარი. ასე­ვე ექ­სპრე­მი­ერს გახ­სნი­ლი აქვს მულ­ტი­სა­ვა­ლუ­ტო ან­გა­რი­ში, სა­დაც პრი­ო­რი­ტე­ტი ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტაა. ამ ან­გა­რიშ­ზე იმ­ჟა­მად ირი­ცხე­ბო­და 14 242,19 ლარი.

2020 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­მო­ი­მუ­შა­ვა 41 004 ლარი. მის­მა მე­უღ­ლემ კი, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, “ავერ­სის“ ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში, ექი­მი - ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ი­ღო 11084,24 ლარი.

გა­ხა­რი­ას გა­სა­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს შვი­ლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი 1500 ევრო, მის მე­უღ­ლეს კი ქა­ლიშ­ვი­ლის, ანნა გა­ხა­რი­ას სწავ­ლის სა­ფა­სუ­რად (2160 ევ­როს ექვ. ლარ­ში) 7962,19 GEL გა­და­უხ­დია.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­ას სხვა გა­სა­ვალს, 2020 წლის 24 ნო­ემ­ბრი­დან, 2021 წლის 24 ნო­ემ­ბრამ­დე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ქი­რავ­ნო­ბა­ში გა­სა­ვა­ლის სა­ხით ნაჩ­ვე­ნე­ბია 39 000 ლარი.

მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია შე­მო­სავ­ლის სა­ხი

myquiz