საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა | Allnews.Ge

საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა

საქართველოში ქარხნული პური 10 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა.

როგორც დოლიძე აცხადებს, პურის ფასის ზრდა ძირითადად, ნედლეულზე ფასის მატებამ გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, ფქვილის ფასი დღესაც გაიზარდა და 1 ტომარა 73 ლარი ღირს. გარდა ამისა, მისივე თქმით, გადასახადებიც საკმაოდ მაღალია.

ამასთან, ბოლო დღეებში, ფასი გაიზარდა ზოგიერთ თონეშიც, სადაც პური 20 თეთრით არის გაძვირებული.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრიდან პურის გაძვირებაზე პურის მცხობელთა ასოციაციაში ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. როგორც მაშინ მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი გაზრდილიყო.

BPN.ge