მალე ბაზარზე მიკრობანკები გაჩნდება - ყველაფერი, რაც ახალ საბანკო ორგანიზიაციაზე უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

მალე ბაზარზე მიკრობანკები გაჩნდება - ყველაფერი, რაც ახალ საბანკო ორგანიზიაციაზე უნდა იცოდეთ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ბაზარზე ახალი საბანკო დაწესებულებები, მიკრობანკები გაჩნდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და ის პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. მისი სავარაუდო დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემდეგ კი სებ-ი მიკრობანკების ლიცენზირების პროცესს დაიწყებს.

მიკრობანკი ერთგვარი შუალედური კომპანიაა მსხვილ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის. ის უფრო მეტად რეგულირდება, ვიდრე მისო, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ვიდრე მსხვილი ბანკი. ამასთან, მიკრობანკისთვის 1 მილიონი ლარიდან 10 მილიონამდე იზრდება საწესდებო კაპიტალის მოცულობა, ეძლევა დეპოზიტების სისტემის შემოღების უფლება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის განაცხადის წარდგენას გეგმავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისია“, რომელიც კანონპროექტზე მუშაობის პროცესშიც იყო ჩართული. უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა იცვლება საქართველოს საბანკო ბაზარზე მიკრობანკების შემოსვლით, კომპანიის გენერალური დირექტორმა გია პეტრიაშვილმა გაგვიზიარა:

რას ნიშნავს საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მიკრობანკების გაჩენა განსაკუთრებით ასეთ კრიზისულ პერიოდში?

ეს არის ძალიან დროული და პროგრესული ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან და ვფიქრობ, რომ მიკრობანკების გაჩენა საფინანსო სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მიკრობანკები კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ახლა ის ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის. ცნობილია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული და განვითარებულია სამეზობლო რეგიონში და მე ვფიქრობ, ამ შესაძლებლობის გახსნით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს რეგიონული ლიდერის პოზიციას საფინანსო სექტორში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz