როდიდან უნდა ველოდოთ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას | Allnews.Ge

როდიდან უნდა ველოდოთ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას

„ალბათ, წლის ბოლომდე ვერა, რადგან ეროვნულმა ბანკმა უკვე განცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას ვერ შეძლებს, თუმცა მომავალი წლიდან ცალსახად უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საპროცენტო განაკვეთების ზრდა ცალსახად განპირობებულია რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე. მარჟასთან მიმართებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მოზიდულ სახსრებსა და გაცემულ სესხებს შორის მარჟა არის ერთ-ერთი მინიმალური ევროპის მასშტაბით. რეალურად, დღეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის 10, 6%, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი - 10%. ლარში რესურსის ერთადერთი წყარო არის ეროვნული ბანკი და პერიოდულად ფინანსთა სამინისტრო, პრინციპში, ეს ასახვას ჰპოვებს ლარში საპროცენტო განაკვეთებზე.

განაგრძეთ კითხვა