„საქსტატი"- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 328 ლარია | Allnews.Ge

„საქსტატი"- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 328 ლარია

2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).

განაგრძეთ კითხვა