რა მოცულობის ელექტროენერგია იხარჯება მსოფლიოში ბიტკოინის გამომუშავებაზე | Allnews.Ge

რა მოცულობის ელექტროენერგია იხარჯება მსოფლიოში ბიტკოინის გამომუშავებაზე

Bitcoin-ის მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის მოცულობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დაახლოებით ათჯერ, 91 ტერავატი/სთ-მდე გაიზარდა. ეს კი მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის 0.5 პროცენტს შეადგენს.

Bitcoin-ის გამომუშავებით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე, მრავალი წელია კრიტიკას იმსახურებს. ციფრული ვალუტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ ამდენი ბუნებრივი რესურსის ხარჯვა აღნიშნულ ინდუსტრიაში არ ღირს.

როგორც businessinsider წერს, არსებობს მოლოდინი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება. ბიტკოინი ახლა დაახლოებით, 50,000 დოლარი ღირს, რაც გასულ წელთან შედარებით ხუთჯერ მეტია. მისი ფასი 2016 წელს მხოლოდ 500 დოლარი იყო.

myquiz