რა თანხას ვიხდით ბიუჯეტში ჩვენი შემოსავლებიდან? | Allnews.Ge

რა თანხას ვიხდით ბიუჯეტში ჩვენი შემოსავლებიდან?

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 14 697 484 990 ლარი, შემოსავლებმა კი - 8 437 197 635 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 2 019 463 650 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 1 773 409 469 ლარის მობილიზება მოხდა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას. განაგრძეთ კითხვა

myquiz