ივანიშვილი ყველაზე მიდიდარი ქართველი აღარ არის- ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ქონებაც 5 მილიარდს აღემატება | Allnews.Ge

ივანიშვილი ყველაზე მიდიდარი ქართველი აღარ არის- ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ქონებაც 5 მილიარდს აღემატება

Forbes-ის მიხედვით, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ყაზახური ფინტექ კომპანია KASPI-ის CEO მიხეილ ლომთაძე გახდა, რომლის ქონებასაც გამოცემა $5 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით, ლომთაძე მსოფლიოს მეექვსასე უმდიდრესი ადამიანია. $200 მილიონით უფრო მცირეა ექს-პრემიერ ივანიშვილის ქონება, რომელიც Forbes-ის თანახმად, $4.8 მილიარდია.

ამ მაჩვენებლით, ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 632-ე ადგილს იკავებს.

მიხეილ ლომთაძე მილიარდერთა სიაში 2020 წლის ოქტომბერში, KASPI-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის, ანუ IPO-ს შედეგად გახდა. 2021 წლის აპრილში კი ლომთაძის ქონებამ უკვე $3.2 მილიარდს მიაღწია. მიხეილ ლომთაძე კომპანიაში 23%-იან წილს, ვიაჩესლავ კიმი კი 24.5%-იან წილს ფლობს.

მიხეილ ლომთაძის ასეთი სწრაფი გამდიდრება KASPI-ის აქციების ღირებულების მკვეთრ ზრდას უკავშირდება, რადგან მისი ქონების მთავარი წყარო სწორედ ბანკში არსებული წილია. 2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქცია $40 ღირდა, დღეს კი ერთი აქციის ფასი $114 დოლარია.

სწორედ ასეთი ზრდის შედეგად, ვიაჩესლავ კიმი ყაზახეთის უმდიდრესი მოქალაქე გახდა, რომლის ქონებასაც ფორბსი რეალურ დროში $5.5 მილიარდად აფასებს.

myquiz