რა ღირს კერძო სახლები თბილისის სხვადასხვა უბანში?- იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები | Allnews.Ge

რა ღირს კერძო სახლები თბილისის სხვადასხვა უბანში?- იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსი 8.9 პროცენტით არის გაზრდილი.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, ასევე მოცემულია თუ როგორია ახალაშენებული კერძო სახლების ფასი 1 კვ. მეტრზე დედაქალაქის უბნების მიხედვით. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე ძვირი 3 800 ლარი არის ვაკეში; ხოლო ყველაზე იაფი - 1 730 ლარი სამგორის რაიონში.

რაც შეეხება თბილისის სხვა უბნებს, კერძო სახლის ფასი 1 კვ. მეტრზე ასეთია:

მთაწმინდა - 3 460 ლარი;

საბურთალო - 2 720 ლარი;

კრწანისი - 2 500 ლარი;

ისანი - 2 460 ლარი;

განაგრძეთ კითხვა

myquiz