"ხალხი უნდა წამოვიდეს სოფლიდან, სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ არ გვჭირდება, პირიქით"- ალექსანდრე რაქვიაშვილი | Allnews.Ge

"ხალხი უნდა წამოვიდეს სოფლიდან, სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ არ გვჭირდება, პირიქით"- ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,10-ჯერ, ნაკლებიც რომ დარჩეს სოფლად, ვიდრე დღეს არის, ბევრად მდიდრები ვიქნებით. ეს გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ამ პროცესს ვაფერხებთ“- ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

რაქვიაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფოს ზრუნვა არასწორია.

,,სახელმწიფო არ უნდა ავითარებდეს სოფლის მეურნეობას. პირიქით, ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფელში. ეს ხალხი უნდა გადმოვიდეს ქალაქში, რადგან ქალაქი ქმნის ძირითად დოვლათს. 10-ჯერ ნაკლებიც რომ დარჩეს სოფლად, ვიდრე დღეს არის, ბევრად მდიდრები ვიქნებით. ეს გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ამ პროცესს ვაფერხებთ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz