რა ქონებას ფლობს და როგორ გამოიმუშავებს ფულს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს და როგორ გამოიმუშავებს ფულს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი?

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს. ნაწილი მისი მეუღლის, დუგლას ემჰოფის შემოსავლის წყალობით მოგროვდა.

საინტერესოა, მთავრობაში მუშაობის გარდა, კიდევ რა შემოსავლები აქვს ყველასთვის უკვე კარგად ცნობილ კამალა ჰარისს?

კამალა პირველი აფრიკელი ამერიკელი და პირველი აზიელ- ამერიკელი ქალია, რომელიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტად მსახურობს. 7 მილიონი დოლარის გარდა, მის აქტივებზე ირიცხება ქმართან ერთად შეძენილი ორი სახლი ლოს-ანჟელესში და ვაშინგტონში, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი დოლარია და 2 პენსია.

14084441-web1-workers-forum-apr28-19-bh-030-1624854498.jpg

ჰარისი კალიფორნიაში, ინდოელი და იამაიკელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით მისი მშობლები დაშორდნენ. 12 წლის ასაკში, ჰარისი დასთან და დედასთან, ძუძუს კიბოს მკვლევართან ერთად, საცხოვრებლად მონრეალში გადავიდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იურიდიულ სკოლაში შესასვლელად კალიფორნიაში გადავიდა. 1989 წელს სწავლის დასრულების შემდეგ იგი ალამედას პროკურატურას შეუერთდა. 1998 წელს ჰარისმა მუშაობა სან – ფრანცისკოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო. 2003 წელს კი სან- ფრანცისკოს საოლქო პროკურორი გახდა. მისი გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, მომდევნო წელს ჰარისმა 140 000 დოლარი გამოიმუშავა.

2010 წელს ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, სადაც გაიმარჯვა და გახდა პირველი შავკანიანი ქალი ისტორიაში, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა.

2014 წელს კამალა ემჰოფზე დაქორწინდა და კიდევ უფრო გამდიდრდა. ემჰოფი იყო განქორწინებული ორი შვილის მამა და ლოს-ანჯელესში მდებარე იურიდიულ ფირმა Venable- ში დავის იურისტად მუშაობდა. ჰარისთან ქორწინების შემდეგ, მათი ერთობლივი საგადასახადო დეკლარაციების მიხედვით, მათ საერთო აგარიშზე წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი ფიქსირდებოდა.

201022-kamala-harris-family-ac-719p-3422264-1624854546.jpg

როდესაც ჰარისმა გააცხადა, რომ 2015 წლის აშშ-ის სენატში კენჭის ყრას აპირებს, დეტალური ფინანსურ განაცხადში წყვილის საერთო ქონება 3,9 მილიონ აშშ დოლარამდე ფიქსირდებოდა.

კამალა ჰარისის პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მისი შემოსავალიც.

2019 წელს მისი მემუარები - Truths We Hold გამოქვეყნდა და NPD Bookscan– ის თანახმად, შეერთებულ შტატებში 200 000 – ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. როგორც მის საგადასახადო დეკლარაციებშია აღნიშნული, მან წიგნებიდან 879 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჰარისი ახლა 230 700 დოლარს გამოიმუშავებს, რაც სენატორის ხელფასთა შედარებით 33% -ით მეტია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz