სექტორები საქართველოში, სადაც ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასია | Allnews.Ge

სექტორები საქართველოში, სადაც ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასია

2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი ტრადიციულად სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობის დარგშია. კერძოდ, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულების ხელფასი 2 448.5 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სექტორებს, სადაც 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასია:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 448.5 ლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაციები - 2 159.8 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 798.9 ლარი ლარი
  • მშენებლობა - 1 664.5 ლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 639 ლარი
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 527.6 ლარი
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 518.4 ლარი
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 1 463.9 ლარი

განაგრძეთ კითხვა

myquiz