გაიაფდება თუ არა ზეთი და პური?- რუსეთში საექსპორტო ზეთისა და ხორბალის ფასი შემცირდა | Allnews.Ge

გაიაფდება თუ არა ზეთი და პური?- რუსეთში საექსპორტო ზეთისა და ხორბალის ფასი შემცირდა

მიმდინარე თვის დასაწყისიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთსა და ხორბალზე როგორც შიდა, ისე საექსპორტო ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. აგრარული ბაზრების ონლაინ-გამოცემა Совэкон-ის მონაცემებით, ქვეყნის შიდა ბაზარზე ტონა ზეთი ერთბაშად 2 ათასი რუბლით (27,69 დოლარით) გაიაფდა და საშუალოდ, 116,35 ათასი რუბლი (1607 დოლარი) გახდა.

რაც შეეხება ექსპორტს, საგარეო მიწოდებებში ტონა ზეთმა ფასში 180 დოლარით იკლო. ამჟამად 1 ტონა რუსული მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ფასი 1290 დოლარია.

რუსეთის აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტი ИКАР, ასევე, მიუთითებს მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ფასის კლებაზე. ИКАР-ის მონაცმებით, ექსპორტზე ტონა რუსული ზეთის ფასი 1 450 დოლარიდან 1 300 დოლარამდე შემცირდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz