რომელი კომპანია ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში - Top-10 | Allnews.Ge

რომელი კომპანია ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში - Top-10

2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი - კაცი.

საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 8.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 299.9 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით ნაკლები).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 კომპანიას, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • შპს ევოლუშენ ჯორჯია (ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები)
  • სს გეფა (საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში)
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია (ელექტროენერგიის განაწილება)
  • შპს თბილსერვის ჯგუფი (არასახიფათო ნარჩენების შეგროვება)
  • სს საქართველოს რკინიგზა (რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი)
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი (თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება)

განაგრძეთ კითხვა