საჯარო მოხელეები, რომლებმაც პანდემიურ 2020 წელს ყველაზე მეტი პრემია აიღეს | Allnews.Ge

საჯარო მოხელეები, რომლებმაც პანდემიურ 2020 წელს ყველაზე მეტი პრემია აიღეს

პანდემიურ 2020 წელს საჯარო უწყებებმა პრემია/დანამატის სახით 21,5 მლნ ლარი გასცეს. ამის შესახებ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

IDFI-ს ცნობით, კვლევის ობიექტი - 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო. კვლევის მიხედვით, 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან სახელფასო დანამატი, სულ 21,5 მილიონი ლარი, გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში. მათ შორის, პრემიის ოდენობამ – 9,5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის- 12 მილიონი ლარი შეადგინა.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს პრემიის სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5.5 მილიონი ლარი), ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ - 3 მილიონი ლარი და კომუნიკაციების კომისიამ - 0.8 მილიონი ლარი. სახელფასო დანამატის სახით კი ყველაზე დიდი თანხა გაიცა საქართველოს პროკურატურასა (3.5 მილიონი ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (2.3 მილიონი ლარი).

ამასთან, კვლევაში მოცემულია ინფორმაცია სსიპ-ებისა და დამოუკიდებელი უწყებების კონკრეტულ თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემია/დანამატებზეც. კერძოდ, კვლევის ავტორთა ცნობით, 2020 წელს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდოს (პრემია) სახით ყველაზე მეტი თანხა გაიცა მარეგულირებელ კომისიებში და ეროვნულ ბანკში. მათ შორის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღეს სულ 218,176 ლარი. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128,208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94,760 ლარი მიიღეს (ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ გაცემულა).

როგორც კვლევაშია აღნიშნულია, იმ საჯარო მოხელეების ჩამონათვალი, რომლებმაც გასულ, პანდემიურ წელს ყველაზე მეტი პრემია აიღეს, ასე გამოიყურება:

  • არჩილ მესტვირიშვილი (სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი) - 47 380 ლარი;
  • პაპუნა ლეჟავა (სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი) - 47 380 ლარი;
  • დავით ნარმანია (სემეკის თავმჯდომარე) - 45 000 ლარი;
  • გოჩა შონია (სემეკის წევრი) - 44 700 ლარი;
  • გიორგი ფანგანი (სემეკის წევრი) - 56 600 ლარი;

იხილეთ სრული სია