"დავოსი და აბასთუმანი - მსოფლიოში ორი კურორტია, სადაც არის ნული ბაქტერია. შეგვიძლია, ეს წინ წამოვწიოთ" - ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი | Allnews.Ge

"დავოსი და აბასთუმანი - მსოფლიოში ორი კურორტია, სადაც არის ნული ბაქტერია. შეგვიძლია, ეს წინ წამოვწიოთ" - ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი

ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტის ვალერი ჩეხერიას თქმით, საქართველოს დღესაც კი, პოსტ-პანდემიურ პირობებში აქვს იმის პოტენციალი, რომ მოიზიდოს ტურისტები, შესთავაზოს საინტერესო მიმართულებები და პარალელურ რეჟიმში იმუშაოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

ახლადდანიშნულმა კონსულტანტმა ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

როგორც ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, ახლა არ არის იმის დრო, რომ ჯერ ქვეყანა მოემზადოს და შემდეგ მოიზიდოს ტურისტები - “ჩვენ შეგვიძლია დავახვედროთ ის, რაც გვაქვს და სწორად შევფუთოთ“.

"ჩვენთან არის ძალიან ბევრი ნიშა, რომელიც დღეს გამოუყენებელია ტურიზმის მიმართულებით. ეს არის გასტრონომიული ტურიზმი. დღეს საქართველოში და განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად ხდება ყურადღების გამახვილება სუფთა საკვების მიწოდებაზე. ამას ძალიან ბევრი მომხმარებელი მოჰყვება, რომელიც მზად არის გადაიხადოს, იმიტომ, რომ იცის, სუფთა საკვები არ არის იაფი.

ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ფერმერული მეურნეობები, რომელიც მიბმული იქნება სასტუმროს ბიზნესზე და იმ ეკო-ტურისტულ მიმართულებებზე, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი აქვს. მაგალითად, აბასთუმანი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ფილტვებისთვის იყო ძალიან კარგი სამკურნალო მიმართულება და ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ. ზუსტად ეს დაავადებაც, ვგულისხმობ პანდემიას, ფილტვებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, ამის მარკეტინგულად სწორად შეფუთვა, კარგ შედეგს მოგვცემს.

დავოსი და აბასთუმანი - მსოფლიოში ეს ორი კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს წინ წამოვწიოთ“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ... წაიკითხეთ ვრცლად

myquiz