რა ღირს კომერციული ფართების ქირაობა თბილისის 4 ძირითად სავაჭრო ქუჩაზე | Allnews.Ge

რა ღირს კომერციული ფართების ქირაობა თბილისის 4 ძირითად სავაჭრო ქუჩაზე

„კოლიერს ჯორჯია“ უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელ კვლევებს აქვეყნებს.

კვლევებში საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სექტორები დეტალურადაა მიმოხილული და სრული სურათის შესაქმნელად პანდემიის ზოგადი ეფექტებიც არის გაანალიზებული.

მათი შეფასებით და მესაკუთრეებთან კონსულტაციების შედეგად, წინა წელთან შედარებით საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა. დაახლოებით 9 ათასი კვ.მ ფართი გამოთავისუფლდა 2020 წლის მეორე ნახევარში. ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო ცენტრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება 2021 წელს, რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების თვალსაზრისით.

„2020 წელს, თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა უმნიშვნელოდ შემცირდა. მაჩვენებელმა 3%-ით დაიკლო და კვ.მ-ზე 18.3 აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე) გაუტოლდა.

საშუალო შეწონილი იჯარისგან განსხვავებით, ვაკანტურობის კოეფიციენტმა უმნიშვნელო, თუმცა პოზიტიური ცვლილება განიცადა. 2019 წლის შემდეგ, კოეფიციენტი 1 პროცენტული მაჩვენებლით გაუმჯობესდა და 9%-ს გაუტოლდა.

შემცირებული ვაკანტურობის კოეფიციენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს City Mall Saburtalo, Gldani Mall-სა და City Mall Gldani-ში ფართის ათვისებასთან. ვაკანტური ფართი გაიზარდა Tbilisi Mall-ში, Merani Shoppin Gallery-სა და HomeMart-ში. განაგრძეთ კითხვა

myquiz