Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - ვინ არის სიის ახალი წევრი | Allnews.Ge

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - ვინ არის სიის ახალი წევრი

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა.

ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. (forbes-ის მილიარდერების რეიტინგი რეალურ დროში)

“კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.

ცნობისათვის, Forbes-ის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილი 601-ე პოზიციაზეა, მისი ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

განაგრძეთ კითხვა

myquiz