სად როგორ გაძვირდა ცხოვრება - საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სტატისტიკა | Allnews.Ge

სად როგორ გაძვირდა ცხოვრება - საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სტატისტიკა

საქართველოში მარტში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო 2-წლიან მაქსიმუმზე იყო, ფასები გაიზარდა ყველაფერზე და თანაც, საგრძნობლად.

საქართველოზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთში იყო, სხვა მეზობელ ქვეყნებში კი ფასები შედარებით მცირედ გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორი იყო მარტში ინფლაციის დონე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში.

 

საქართველო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში ფასების საერთო დონე საშუალოდ 7.2%-ით გაიზარდა. ინფლაციის მოცემული მაჩვენებელი უკვე ორი წელია ქვეყანას არ ჰქონია. ფასების ასეთი ტემპით ზრდაზე გავლენა მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ იქონია.

რაც შეეხება იმ ძირითად ჯგუფებს, სადაც ფასები 2021 წლის მარტში წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • ჯანმრთელობის დაცვა - ზრდა 13.6%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 12%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო- ზრდა 8.9%
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 7.6%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები-ზრდა 5.8%

თურქეთი

მარტში თურქეთი წლიური ინფლაციის დონემ 16.19% შეადგინა. თურქეთში ინფლაციის ასეთი მაღალი დონის ერთ-ერთ მიზეზი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ფულის მასის სწრაფი ზრდაა, რამაც თავის მხრივ, ლირასაც პრობლემები შეუქმნა.

რაც შეეხება იმ ძირითად ჯგუფებს, სადაც ამ ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • ტრანსპორტი-ზრდა 24.85%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 23.64%
  • ჯანმრთელობის დაცვა- ზრდა 19.17%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები-ზრდა 17.44%
  • სასტუმროები, კაფე-რესტორნები- ზრდა 15.39%

სომხეთი

მიმდინარე წლის მარტში სომხეთში ინფლაციის მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8% შეადგინა. რაც შეეხება თვიურ ჭრილს, მარტში თებერვალთან შედარებით ფასების საერთო დონის ზრდა 1% იყო.

ძირითადი ჯგუფები, რომლებზეც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ალოკოჰოლური სასმელების ჯგუფი - ზრდა 9.2%
  • ტრანსპორტი- ზრდა 8.9%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 8.8%
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი- ზრდა 7.4%
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი- ზრდა 6.9%
  • განაგრძეთ კითხვა
myquiz