რა დაფინანსებას იღებს საქართველო ევროკავშირიდან და რაზე იხარჯება თანხა? | Allnews.Ge

რა დაფინანსებას იღებს საქართველო ევროკავშირიდან და რაზე იხარჯება თანხა?

„ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა დახმარებას იღებს საქართველო ევროკავშირისგან და რა რეფორმებისა თუ პროგრამების განხორციელებაზე მიემართება ეგ თანხები.

როგორც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონიდან ირკვევა, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტი ჯამში, 286,925 მლნ ლარის გრანტს მიიღებს. აქედან, გთავაზობთ იმ თანხებსა და პროგრამებს, რისთვისაც გრანტს ბიუჯეტი ევროკავშირიდან მიიღებს:

 
  • ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში (EU) - 22,8 მლნ ლარი;
  • ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება (EU) - 19 მლნ ლარი;
  • ENPARD IV − ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) - 13,3 მლნ ლარი;
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა (EU) - 52,06 მლნ ლარი;
  • უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) - 22,8 მლნ ლარი;
  • სახელმწიფო მდგრადობის პროგრამა (EU) – 57 მლნ ლარი; განაგრძეთ კითხვა
myquiz