Forbes - 10 ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიოს კორონავირუსის დაძლევაში ეხმარება | Allnews.Ge

Forbes - 10 ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიოს კორონავირუსის დაძლევაში ეხმარება

პანდემიის წლისთავთან დაკავშირებით Forbes-მა ის 10 ბიზნესმენი დაასახელა, რომლებმაც მსოფლიოს ამ ახალ რეალობაში ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. ბიზნეს-ლიდერები იმ სტრატეგიული გადაწყვეტილებების, პროდუქტებისა და ციფრული პლატფორმების მიხედვით შეირჩენენ, რამაც ბაზარზე ისტორიული გავლენა იქონია და ადამიანების ჯანმრთელობა, საქმიანობა და ფსიქიკური მდგომარეობა გააუმჯობესა.

სიის სათავეშია კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა. მან პირველმა გაითვალისწინა ვაქცინის შემუშავებისთვის დროის ფაქტორი და უკვე მაისში აცხადებდა, რომ კომპანია ამ საქმეში 1 მლრდ დოლარს დახარჯავდა, მიუხედდავად იმისა, იქნებოდა თუ არა დარწმუნებული პოზიტიურ შედეგში. 7 თვის თავზე Pfizer-მა უფლება მიიღო ვაქცინის გამოყენებაზე ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი კანადასა და აშშ-ში. ალბერტ ბურლას Pfizer-ში მუშაობის 25-წლიანი შტაჟი აქვს.

მეორე ადგილზე კომპანია Modern-ის გენერალური დირექტორი, 47 წლის მილიარდერი სტეფან ბანსელი დასახელდა. ბურლას მსგავსად, ისიც ჩქარობდა ვაქცინის შემუშავებას და გასული წლის 11 იანვარს Modern-ს თავისი მომავალი ვაქცინის საფუძველი უკვე მაგიდაზე ედო. Modern-მა, რომლის ოფისიც მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს, ჯერ კიდევ მარტში განახორციელა ვაქცინის პირველი დოზის შეყვანა კლინიკური ცდების მოხალისეებისთვის.

Forbes-ის სიაში ე.წ. self-made მდიდრების ახალი სახე, Zoom-ის დამაარსებელი, 51 წლის ერიკ იუანიც შევიდა. მსოფლიო თვითიზოლაციის ხანგრძლივ პერიოდში Zoom კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახდა. კომპანიამ პანდემიის საწყის ეტაპზევე, გასული წლის მარტში დღიური მომხმარებლის 200-მილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2019 წლის შედეგს 20-ჯერ აღემატებოდა.

მეოთხე ადგილზე 34 წლის ვლად ტენევი და 36 წლის ბაიჯუ ბხატი, რომლებიც სერვის Robinhood-ის დამაარსებლები არიან. პანდემიის პირობებში ამ სავაჭრო პლატფორმამ ხელი შეუწყო ტრეიდერების მუშაობას საფონდო ბირჟაზე და ფინანსები ყველასთვის უფრო დემოკრატიული გახადა.

პანდემიამ მიწოდების სერვისის Instacart აპლიკაცია მეტად მომგებიან ბიზნესად გადააქცია. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, 34 წლის აპურვა მეტამ ბიზნესი ცხრა წლის წინათ დაიწყო. Forbes წერს, რომ კორონავირუსის გამო Instacart-მა 5-წლიანი მოგება ხუთ კვირაში ნახა და დღეს კომპანიის ღირებულება 39 მლრდ დოლარს შეადგენს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz