როგორია ჯეფ ბეზოსის გეგმები Amazon-ის შემდეგ - რას უნდა ველოდოთ? | Allnews.Ge

როგორია ჯეფ ბეზოსის გეგმები Amazon-ის შემდეგ - რას უნდა ველოდოთ?

მსოფლიო დიდი ხანია ჯეფ ბეზოსს, Amazon-ის დამფუძნებლად და სახედ იცნობს. თითქმის 26 წლის შემდეგ, რაც მან საკუთარ ავტოფარეხში წიგნების ონლაინ ბიზნესი დაიწყო და ოცნება საცალო სავაჭრო იმპერიად აქცია, მილიარდერმა გასაკვირი განცხადება გაავრცელა. იგი Amazon– ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს და ყურადღებას სხვა ბიზნეს ინტერესებზე ამახვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსი Amazon– ის თავმჯდომარედ რჩება, მას უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული სხვადასხვა ბიზნესში, მათ შორის დედამიწაზე და მის ფარგლებს გარეთ.

საინტერესოა, რას გეგმავს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი სამომავლოდ? ამის შესახებ გავლენიან გამოცემებში უამრავი პროგნოზი ვრცელდება.

აი რას საუბრობენ ფაქტები:

 

ინვესტიციები Amazon-ის გარეთ

მაშინაც კი, როდესაც ბეზოსი Amazon-ის გლობალურ გიგანტად გადაქცევაზე მუშაობდა, პარალელურად ინტერესს არ კარგავდა ტექნიკური ბაზრის მიმართ. 1998 წელს ბეზოსმა მაშინ ჯერ კიდევ მზარდ ტექნოლოგიურ კომპანია Google -ში 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. რა თქმა უნდა, როგორც ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა, დიდი მოგება მოიპოვა. 2011 წელს კომპანია Airbnb– ში 112 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, იმევ წელს 37 მილიონი დოლარი ჩადო Uber– ში.

ბეზოსის მხრიდან კიდევ 4,5 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიცია ჩაიდო გენერალური ასამბლეის თანამშრომლობის სივრცეში. ერთ-ერთი ბოლო ინვესტიცია 2017 წელს საგანმანათლებლო პროგრამულ სტარტაპში, კომპანია EverFi-ში განხორციელდა, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში.

Bezos Expeditions

გარდა კერძო ინვესტიციებისა, ბეზოსმა მისი საწარმოს კაპიტალის მართვის მიზნით, 2003 წელს დააარსა “Bezos Expeditions“. ამის წყალობით, ბიზნესმენმა ინვესტიცია ჩადო სხვადასხვა სტარტაპებში, რომლის ნაწილი ჩვენთვის ცნობილია. მათ შორისაა Twitter, რომელშიც მან 2008 წელს 15 მილიონი აშშ დოლარი ჩადო.

Bezos Expeditions ასევე აფინანსებს რამდენიმე საინტერესო პროექტს. ერთ-ერთი მათგანია "გრძელი დროის საათი", ანუ 10 000 წლის წინანდელი საათი, რომლის აშენებაც ბეზოსმა დიზაინერ დენი ჰილისთან ერთად დაიწყო. დიზაინერი იდეაზე 1989 წლიდან მუშაობდა. დასავლეთ ტეხასის მთის კალთაზე მდებარე საათი, რომელიც 10 000 წელზე მეტხანს უნდა ინახებოდეს და მისი მონახულება მხოლოდ წელიწადში ერთხელ იქნება შესაძლებელი, ერთგვარი ექსპერიმენტია, ვიდრე ფულის შოვნის გზა. მაგრამ ბიზნესის თვალსაზრისით, ეს არის პროექტი, რომელშიც ჩართულია რამდენიმე დიდი ორგანიზაცია და ბეზოსის საინვესტიციო პორტფელის მასშტაბებს აჩვენებს.

Bezos Expeditions- ში ჩადებული თანხის ნაწილი კიდევ ერთ საიტერესო პროექტს მოხმარდა. 2013 წელს მილიარდერმა 1969 წელს ატლანტის ოკეანეში დაკარგული Apollo 11-ის F-1 ძრავი აღადგინა.

Business Insider ინვესტირება

ცხადია Bezos Expeditions-ის ინვესტიციები მხოლოდ ტექნოლოგიაში არ იხარჯება. მან 2013 წელს ინვესტირება მედიაშიც განახორციელა და მისი რჩეული ახლა ყველასთვის ცნობილი Business Insider -ი გახდა. ბეზოსმა 5 მილიონი დოლარი დააბანდა. 2014 წელს 12 მილიონი დოლარი, 2015 წელს კი 25 მილიონი დოლარი.

ეს არ არის ბეზოსის ერთადერთი განაცხადი საგამომცემლო სფეროში. 2013 წელს მან განაცხადა, რომ 250 მილიონ დოლარად ყიდულობს Washington Post- ს.

Washington Post- ის გაცოცხლება

ბეზოსის მგრძნობიარე ბიზნეს ხედვის წყალობით Washington Post- მა გარკვეული ცვლილებები განიცადა. 2016 წელს მილიარდერმა გაზეთის რესტრუქტურიზაცია მოახდინა, ახალ ციფრულ მედიასა და მობილურ პლატფორმებზე გააფართოვა და ანალიტიკური პროგრამა განაახლა. ეს საკმაოდ მომგებიანი გადაწყვეტილება იყო. მოგვიანებით ბეზოსმა განაცხადა, რომ Washington Post მისი ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს ინტერესად რჩება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz