რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისთან ახლოს | Allnews.Ge

რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისთან ახლოს

თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იზრდება.

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს თბილისთან ახლოს მდებარე მთიან ადგილებსა და მცხეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების შეძენის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც შესაძლოა 2021 წელსაც გაგრძელდეს.

ზოგადად, მიწის ნაკვეთების კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ სად მდებარეობს, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.

 

უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, თბილისთან მდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის ფასი ასე გამოიყურება: (აღებულია მინიმალური და მაქსიმალური კვადრატული მეტრის ფასი)

  • წყნეთი - 16 დოლარიდან 556 დოლარამდე
  • საგურამო - 7 დოლარიდან 250 დოლარამდე
  • წავკისი - 14 დოლარიდან 300 დოლარამდე
  • მცხეთა - 2 დოლარიდან 210 დოლარამდე
  • კოჯორი - 11 დოლარიდან 135 დოლარამდე

განაგრძეთ კითხვა