„ცენტრალურ ქუჩებზე მრავალი მაღაზია დაიხურა“- 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა | Allnews.Ge

„ცენტრალურ ქუჩებზე მრავალი მაღაზია დაიხურა“- 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

„ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალი მაღაზია დაიხურა,“ - ამის შესახებ, Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული.

„სავაჭრო სექტორი მეტ-ნაკლებად აღდგა ზაფხულში. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამ და გასული სეზონის პროდუქციაზე დიდმა ფადაკლებებმა უზრუნველყო მომხმარებელთა დიდი ნაკადების მოზიდვა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში. თუმცა, ოქტომბრის დასაწყისში, სავაჭრო ცენტრებმა განაცხადეს მომხმარებელთა ნაკადის 60%-იანი შემცირების შესახებ, გასულ წელთან შედარებით. ბრენდები „იარჯიჯი“, „პარფოისი“ და „პრომოდი“ საქართველოს ბაზრიდან სრულად გავიდნენ და ამასთან, დაიხურა ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალი მაღაზია.

2020 წელი გარდამტეხი წელი აღმოჩნა ცენტრალური ქუჩების სავაჭრო ობიექტებისთვის. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ძირითადმა სავაჭრო ობიექტებმა სავაჭრო ცენტრებში გადაინაცვლეს და მათი ადგილი სასურსათო, საკვები და შერეული ტიპის ობიექტებმა დაიკავეს განაგრძეთ კითხვა