როგორია ირაკლი კობახიძის ფინანსური მდგომარეობა | Allnews.Ge

როგორია ირაკლი კობახიძის ფინანსური მდგომარეობა

გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შემოსავალმა პარლამენტის წევრის პოსტზე 59 646 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მის მიერ 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. ამასთან, მისმა წლიურმა შემოსავალმა თსუ პროფესორის პოზიციაზე 13 641 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, კობახიძე ფლობს ბინას და ავტოფარეხს თბილისში; მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Mercedes-Benz S-Class-ი, რომელიც 2020 წელს 20 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 60 000 დოლარი და 2 070 ლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა