ვინ ფლობს 10 ყველაზე მსხვილ ინვესტორ კომპანიას საქართველოში? | Allnews.Ge

ვინ ფლობს 10 ყველაზე მსხვილ ინვესტორ კომპანიას საქართველოში?

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში წინასწარი მონაცემებით, 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.

“ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა, ინფორმაცია იმ 10 საწარმოზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნაბია, რომ ამ 10-დან 3 სააქციო საზოგადოებად არის რეგისტრირებული და შესაბამისად, რეესტრში მათი მფლობელების შესახებ არ არის ინფორმაცია მითითებული. ეს კომპანიებია - სს RMG Copper-ი, სს ბიჯეო ჯგუფი და სს საქართველოს კაპიტალი. რაც შეეხება დანარჩენ 7 კომპანიას, გთავაზობთ, ინფორმაციას მათი და მათი მფლობელების შესახებ:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო (აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი) – 100%-იანი წილის მფლობელი IDS Borjomi Beverages Co.
  • შპს მაგთიკომი - 51%-იანი წილი - „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარს“, 49%-იანი კი „ტელსელ უაიერლეს კომპანის“ საკუთრებაშია;
  • შპს RMG Gold - 96.21%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“, 3.79%-ს კი - RMG Copper- იკავებს. თავის მხრივ, „მაინინგ ინვესთმენთის“ 100%-იან წილს კი კვიპროსზე რეგისტრირებული „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ ფლობს;
  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია - 100%-იან წილი ჰოლანდიაში რეგისტრირებულ „კავკასუსცემენტ ჰოლდინგს“ ეკუთვნის;
  • შპს ტოიოტა კავკასია - 100%-იან წილს იაპონიაში რეგისტრირებული „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი“ ფლობს;

განაგრძეთ კითხვა