ვის ეკუთვნის და რა შემოსავალი აქვს „გლოვოს“ საქართველოში | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალი აქვს „გლოვოს“ საქართველოში

ფინანსური მაჩვენებლებით „გლოვო ჯორჯია“ საწარმოთა მეოთხ კატეგორიაში ხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ანგარიშგების თანახმად, 2019 წლის ბოლოს „გლოვო ჯორჯია“ 961,612 ლარის აქტივებს ფლობდა; ამასთან, კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 7 272 267 ლარი იყო; რაც შეეხება მოგებას, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიამ 2019 წელი 8 234 291 ლარის ზარალით დაასრულა.

როგორც ანგარიშგებაშია აღიშნულია, კომპანია 2018 წელს დაარსდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ესპანური კომპანია „გლოვოაფფ23” ეს.ელ-ია.

bpn.ge