რომელი ქვეყნებიდან შემოდის ხორცპროდუქტები საქართველოში და სად გაგვაქვს ხორცი ექსპორტზე? | Allnews.Ge

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ხორცპროდუქტები საქართველოში და სად გაგვაქვს ხორცი ექსპორტზე?

საქართვლოდან მსხვილფეხა საქონლის გაყინული ხორცის რეექსპორტი 10-ჯერ (933%-ით) გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ქტომბერში ქვეყნაში 9, 043 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, საიდანაც - 1 124 მლნ აშშ დოლარის ხორცის რეექსპორტი განხორციელდა. ხოლო, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ 14 758 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, აქედან 11 614 მლნ დოლარის გაყინული ხორცი კი, სხვა ქვეყნებში გაყიდა.

რაც შეეხება ზოგადად ექსპორტის მაჩვენებელს, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნიდან ჯამში - 11, 665 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2019 წლიხ ანალოგიურ პერიოდში კი - 1,322 მლნ აშშ დოლარის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნები, სადაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

 
  • უკრაინა- 8,767 მლნ აშშ დოლარი
  • ბრაზილია - 3,704 მლნ დოლარი
  • ლიეტუვა - 856.32 ათასი დოლარი
  • პოლონეთი - 382.82 ათასი დოლარი
  • არგენტინა - 378.39 ათასი დოლარი

განაგრძეთ კითხვა

myquiz