2022 წლიდან შვედეთში ნაღდი ფულის გამოყენებაზე შესაძლოა, უარი თქვან | Allnews.Ge

2022 წლიდან შვედეთში ნაღდი ფულის გამოყენებაზე შესაძლოა, უარი თქვან

2022 წლიდან შვედეთი აპირებს უარი თქვას ნაღდი ფულის გამოყენებაზე და მის ნაცვლად მისი ეროვნული ვალუტის ციფრული ანალოგი გამოიყენოს.

ამის შესახებ Bloomberg-ი ქვეყნის ფინანსური ბაზრებისა და მომხმარებელთა საქმეების მინისტრზე პერ ბოლუნდზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, პარასკევს დაიწყო ელექტრონულ ვალუტაზე პოტენციური გადასვლის კვლევა. მოსალოდნელია, რომ ამ შესაძლებლობის კვლევის დასრულება 2022 წლის ნოემბრისთვის უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ნაღდი ფულით ქვეყანაში ფინანსური ოპერაციების მხოლოდ 10% განხორციელდა. უწყების ცნობით, შვედეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში უნაღდო გადახდების და შესაბამისად, ნაღდ ფულზე უარის თქმის მაჩვენებლით. მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული კი ქვეყნის მშპ-ს მხოლოდ 1%-ს უდრის, მაშინ როცა ევროზონაში ეს მაჩვენებელი - 11%-ია.

BPN.ge