როგორ შეიცვალა ტაქსიზე მოთხოვნა და ტარიფი შეზღუდვების პირობებში | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა ტაქსიზე მოთხოვნა და ტარიფი შეზღუდვების პირობებში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, ტაქსიზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიების ნაწილმა, გაზარდა ტარიფიც.

ტაქსი ,,200-200“-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა.

,,მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა ამოქმედდა, 20%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა ჩვენს სერვისზე. მიუხედავად ამისა, არ გაგვიზრდია ტარიფი და არც მძღოლების კონტინგენტის დამატება დაგვჭირვებია“- თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ ტაქსის ყველა დიდ კომპანიას დაუკავშირდა, მათ შორის მათაც, რომლის მკვეთრად გაზრდილ ტარიფზეც მომხმარებელი სოციალურ ქსელში ხშირად წერს, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. განაგრძეთ კითხვა

myquiz