ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი დანიშნულების ადგილზე საქართველოს გავლით ჩავა | Allnews.Ge

ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი დანიშნულების ადგილზე საქართველოს გავლით ჩავა

ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი ქვეყანას 8 დეკემბერს დატოვებს და დანიშნულების ადგილზე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში წარმოებული პროდუქციით დატვირთული მატარებელი ახალქალაქში გაჩერდება, შემდეგ კი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთის პროვინცია ქსიანში ჩავა.

გეგმის მიხედვით, მატარებელმა 8 693 კილომეტრი 12 დღეში უნდა დაფაროს. აქედან 220 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.