"ენგურჰესის" რეაბილიტაცია იანვრიდან დაიწყება- რამდენი ხნით გაჩერდება საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი? | Allnews.Ge

"ენგურჰესის" რეაბილიტაცია იანვრიდან დაიწყება- რამდენი ხნით გაჩერდება საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი?

ენგურჰესის" რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება.

შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. როგორც  "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.

"ენგურჰესის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრის შუა რიცხვებიდან, 15-20 იანვრიდან, რის გამოც ჰესი წესით, 95-100 დღით გაჩერდება. გაჩერების კონკრეტული მიზეზი, სადერივაციო გვირაბის რემონტია, სადაც ზუსტად არ ვიცით, რა მდგომარეობა დაგვხვდება, რადგან სამუშაოები სამი წლის წინ დაწყებული პროექტის მიხედვით უნდა წარიმართოს. დანარჩენ ობიექტებზე, რებილიტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა გვირაბის ზონა მოითხოვს ჰესის სრულ გაჩერებას. გვირაბი წყლისგან უნდა დაიცალოს, რომ იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი გახდეს.

ჰესი გაჩერდება 95-100 დღით, ანუ ფუნქციონირებას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში აღადგენს. გაუთვალისიწინებელი მომენტების შემთხვევაშიც კი, ჰესის მუშაობის აღდგენა10 მაისს არ უნდა გადასცდეს, ეს არის მაქსიმალური ვადა",- განაცხადა მებონიამ.

განაგრძეთ კითხვა