რა ეკონომიკური სარგებელი ექნება TAP-ს საქართველოსთვის? | Allnews.Ge

რა ეკონომიკური სარგებელი ექნება TAP-ს საქართველოსთვის?

მილსადენიც ამოქმედება გაზრდის როგორც საქართველოს გეპოლიტიკურ როლს ევროპისთვის, ასევე მას ექნება პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი - ასე აფასებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თემურ გოჩიტაშვილი TAP-ის მისლადენის ამოქმედებას.

როგორც გოჩიტაშვილი აცხადებს, თუ დღემდე საქართველოზე გამავლი მილსადენით მხოლოდ რეგიონის ქვეყნები მარაგდებოდა, ამის შემდეგ გაზს საქართველოს გავლით ევროპაც მიიღებს.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ეფექტია, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის შემადგენელ SCP, TANAP და TAP მილსადენების განვითარებას მოყვა. თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა (ახორცილებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში), ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

განაგრძეთ კითხვა