როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება 1 წელიწადში? | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება 1 წელიწადში?

ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც მილიარდერთა რეიტინგებში გვხვდება. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, 1 ნოემბრის მდგომარეობით, ივანიშვილის ქონება 5.55 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, "ბლუმბერგის" მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, 1 წელიწადში ივანიშვილის ქონება 75 მლნ დოლარით არის გაზრდილი. რეიტინგში ის 425-ე პოზიციას იკავებს.

"ბლუმბერგს" ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

განაგრძეთ კითხვა

myquiz