მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ პენსიონერები ყველაზე კარგად? | Allnews.Ge

მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ პენსიონერები ყველაზე კარგად?

Mercer Global Pension Index იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ხანდაზმული ადამიანებისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი. ორგანიზაციამ კვლევა მსოფლიოს 37 ქვეყანაში ჩაატარა.

მათ ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სხვდასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მათ შორისაა საპენსიო ასაკი, პენსიის რაოდენობა, ხანდაზმული ადამიანებისთვის შექმნილი პირობები და სხვა.

სიაში პირველ ადგილს ნიდერლანდები 81 ქულით იკავებს. მე-2 ადგილზე დანია 80.3 ქულით, მესამეზე კი ავსტრალია 75.3 ქულით გავიდა.

ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1        ნიდერლანდები 81

2        დანია         80.3

3        ავსტრალია         75.3

4        ფინეთი     73.6

5        შვედეთი   72.3

6        ნორვეგია   71.2

7        სინგაპური 70.8

8        ახალი ზელანდია        70.1

9        კანადა        69.2

10      ჩილე 68.7

 

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ქვეყანაში პენსია ხანდაზმულის სამუშაო გამოცდილებასა და ბოლო ანაზღაურების რაოდენობაზეა დამოკიდებული