შეამცირებს თუ არა „კოკა-კოლა“ საქართველოში წარმოდგენილ ბრენდებს | Allnews.Ge

შეამცირებს თუ არა „კოკა-კოლა“ საქართველოში წარმოდგენილ ბრენდებს

"კოკა-კოლა" ამცირებს იმ ბრენდებს, რომელიც ადრე შეძენილი ჰქონდა სხვადასხა კომპანიისგან და არ გამოდგა ისეთი პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ვერ მოიტანა ის შედეგები, რომელსაც ელოდნენ", - ამის შესახებ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დაფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.

კითხვაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება თუ არა საქართველოს, ბიზნესმენი ამბობს, რომ არა.

მისივე თქმით, "კოკა-კოლა" ამ დროისთვის საქართველოში 60-მდე ბრენდითაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ამერიკული კორპორაცია "კოკა-კოლა" საკუთარი ბრენდების განახევრებას აპირებს. კომპანიის ცნობით, მის პორტფელში მხოლოდ 200-მდე ბრენდი დარჩება.

გააგრძელეთ კითხვა