"იმუშავე საქართველოდან"- რამდენი უცხოელი მუშაობს უკვე საქართველოდან? | Allnews.Ge

"იმუშავე საქართველოდან"- რამდენი უცხოელი მუშაობს უკვე საქართველოდან?

"დღემდე მიღებული განაცხადების რაოდენობა 1200-ს აღემატება. აქედან დადასტურებულია უკვე 800",-ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მარიამ გრძელიშვილმა  პროექტის "იმუშავე საქართველოდან" შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დადასტურებული 800 აპლიკაციიდან ქვეყანაში სამუშაოდ უკვე 274 პირი შემოვიდა. რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს, მარიამ გრძელიშვილის თქმით, დღეის მდგომარებით, 24 მლნ აშშ დოლარზე მეტია მოზიდული.

ცნობისთვის, "იმუშავე საქართველოდან" 27 აგვისტოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან.

"მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გაეშვა პროექტი და დღემდე მიღებული განაცხადების რაოდენობა 1200-ს აღემატება. აქედან დადასტურებულია უკვე 800 განაცხადი. აპლიკაციები ხარისხობრივად არის ძალიან მაღალ ნიშნულზე. დადასტურებული 800 აპლიკაციიდან ქვეყანაში სამუშაოდ დღეს დილის მდგომარეობით 274 პირი შემოვიდა. ამ პროგრამით მივიღეთ განაცხადები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი. ანუ, ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ზოგადად, მოგზაურობის კულტურა წინასწარ დაგეგმვას გულისხმობს და არა სწრაფად გადაწყვეტას, დასტურის შემდეგ მეორე დღეს წამოსვლას სხვა ქვეყანაში. ჩვენ პოტენციურ თარიღებს ვუყურებთ და გვაქვს სტატისტიკა, ეს 800 ადამიანი თუ რა პერიოდში უნდა შემოვიდეს. დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ველოდებით ამ ნაკადის ჩამოსვლას",- განაცხადა მარიამ გრძელიშვილმა.

აისახება თუ არა პროექტის მიმდინარეობაზე ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მარიამ გრძელიშვილი ამბობს, რომ არა.

"რაც შეეხება მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ბუნებრივია, შედეგებიდან გამომდინარე, ისეთი არ არის, როგორიც გვქონდა გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს. მაგრამ ვიფქრობ, ეს არ შეუშლის ხელს მათ ჩამოსვლას, რადგან საქართველოს მთავრობამ ერთხელ უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება სწორი რეგულაციებით იმართოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ეს ერთხელ დამტკიცებული კი, უსაფრთხოების განცდას ანიჭებს პოტენციურ ვიზიტორებს და ისინი ამის გამო საქართველოში შემოსვალას არ გადადებენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ისინი მაინც გეგმავენ საქართველოში შემოსვლას. რაც შეეხება სამომავლო აპლიკაციებს, ჩვენ ბუნებრივია, ვუყურებთ ყოველდღიურ სტატისტიკასაც და ტენდენცია დასაწყისიდან დღემდე მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

კითხივს გასაგრძელებლად გადადით ლინკზე