როგორ შეიცვალა მეზობელი ქვეყნების ვალუტების კურსი სექტემბერში | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა მეზობელი ქვეყნების ვალუტების კურსი სექტემბერში

10 დღეში ქართული ვალუტა დოლართან მიმართებით 2 პუნქტზე მეტით გაფასურდა. 1-ლი სექტემბრიდან ლარის კურსი 3,07 ნიშნულიდან 3,09 ნიშნულამდე დაეცა.

თუ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ვნახავთ, დღეს ქართული ფული კიდევ უფრო გაუფასურდება, თუ რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავარმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია არ განახორციელა.

ლარის ანალოგიურად უფასურდება ვალუტები მეზობელ ქვეყნებშიც, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ამ დროისთვის თურქული ლირაა. ლირა დოლართან მიმართებით 1-ლი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით 11 პუნქტით - 7,37 ნიშნულიდან 7,48 ნიშნულამდე დაეცა.

გაუფასურდა რუსული რუბლიც. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე რუბლი დოლართან მიმართებით 73,50 პუნქტიდან 75,31 პუნქტამდე დაეცა. 486,86 პუნქტიდან 488,81 პუნქტამდე გაუფასურდა სომხური დრამი დოლართან მიმართებით. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მანათს, ის დოლართან მიმართებით კვლავ მყარ პოზიციებს ინარჩუნებს - ერთი დოლარი 1-ელ სექტემბერსაც და დღესაც 1,70 მანათი ღირს.