Top-10 პროდუქტი, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა | Allnews.Ge

Top-10 პროდუქტი, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა

2020 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთწლიან ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირებულია ხილი – 18%-ით, თევზეული 13,5%-ით, ზეთი და ცხიმი 11,9%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 11,7%-ით, პური და პურპროდუქტები – 9%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 8,8%-ით.

 გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • წიწიბურა- 107.71%
  • ვაშლი- 37.02%
  • ნიორი - 31.53%
  • მწვანილი - 30.23%
  • ხმელი ლობიო - 29.13%
  • თევზის კონსერვი - 28.99%
  • შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები - 25.02%.
  • მანის ბურღული - 23.64%
  • ბოსტნეულის კონსერვი - 23.37%
  • კივი - 23.7%