რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი | Allnews.Ge

რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 488 ადამიანმა მიიღო.

მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სტატისტიკა თვეების მიხედვით ცვალებადია. საანგარიშო პერიოდში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 14 449 ადამიანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალია ასახული.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დასაქმებული მოსახლეობის უმეტესობა მინიმალურ ანაზღაურებას იღებს. 2019 წელს საქართველოში 1200 ლარამდე ხელფასი საქართველოში 246 330 ადამიანმა მიიღო.

2019 წლის სტატისტიკური მონაცემები, სხვადასხვა სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობაზე:

  • 90 ათასიდან 100 ათას ლარამდე – 2 899 დასაქმებული
  • 80 ათასიდან 90 ათას ლარამდე – 3 982 დასაქმებული
  • 70 ათასიდან 80 ათას ლარამდე – 5 379 დასაქმებული
  • 60 ათასიდან 70 ათას ლარამდე – 7 432 დასაქმებული
  • 50 ათასიდან 60 ათას ლარამდე – 11 764 დასაქმებული
  • 40 ათასიდან 50 ათას ლარამდე – 19 257 დასაქმებული
  • 30 ათასიდან 40 ათას ლარამდე – 36 803 დასაქმებული
  • 25 ათასიდან 30 ათას ლარამდე – 33 532 დასაქმებული
  • 20 ათასიდან 25 ათას ლარამდე – 58 763 დასაქმებული
  • 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე – 101 340 დასაქმებული