ვენესუელაში წლიურმა ინფლაციამ 3 524% შეადგინა | Allnews.Ge

ვენესუელაში წლიურმა ინფლაციამ 3 524% შეადგინა

2020 წლის 6 თვის განმავლობაში ვენესუელაში ფასების ზრდამ 500% -ს გადააჭარბა.

ასეთი მონაცემები ვენესუელას ეროვნული ასამბლეის საფინანსო კომიტეტმა გაავრცელა, რომელსაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები აკონტროლებენ.

მათივე მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით, ფასების ზრდამ შეადგინა 3 524%.

ვენესუელას ცენტრალური ბანკის ცნობით, ქვეყანაში 2019 წელს ინფლაციამ 9,585.5% შეადგინა.

ბოლო წლების განმავლობაში ვენესუელა განიცდის სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც თან ახლავს ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და აუცილებელი საქონლის დეფიციტი. გაეროს მონაცემების თანახმად, ქვეყანა დაახლოებით 4.5 მილიონი ლტოლვილი და მიგრანტი დატოვა, მათი თითქმის 80% რეგიონის სახელმწიფოებშია.

პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ემიგრანტების რიცხვი შესაძლოა, 6,5 მილიონამდე გაიზარდოს.

myquiz