"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა განვადებების შემცირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა | Allnews.Ge

"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა განვადებების შემცირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

განვადებების გაცემა, რა თქმა უნდა, შემცირდა, თუმცა არა საგანგაშოდ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ საბანკო რეგულაციების შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, მნიშვნელოვნად შეამცირა თუ არა განვადებების გაცემა რეგულაციებმა და როგორ აისახა ახალი საბაკო რეგულაციები "საქართველოს ბანკის" საქმიანობაზე, გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ შედეგები ისეთია, როგორიც თავიდანვე მოსალოდნელი იყო.

„განვადებების გაცემა, რა თქმა უნდა, შემცირდა, იმიტომ რომ რეგულაციის პირდაპირი მიზანი იყო მაღალპროცენტიანი სამომხმარებლო სესხების გაცემის შეზღუდვა. შემცირება მოსალოდნელი იყო და საგანგაშოს ვერ ვუწოდებ,"- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, ალბათ, ეროვნული ბანკი და მთავრობა გადახედავს ამ რეგულაციებს. ამასთან, აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკს“ კონკრეტულად რეგულაციების მიზეზით კადრები არ შეუმცირებია.

myquiz